სამართლებრივი
წესები და პირობები
განმარტებები
- შპს „Proservice“ – შემდგომში „Proservice“
- შპს „Proservice“-ის სერვერები – შემდგომში „სერვერები“
- შპს „Proservice“-ის ნებისმიერი სერვისის მომხმარებელი – შემდგომში „მომხმარებელი“
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ „სერვისის გამოყენების წესები“ და დარწმუნდეთ, რომ თითოეული პუნქტი გასაგები და მისაღებია.
„Proservice“-ის ნებისმიერი სერვისის გამოყენებით ან შეკვეთით ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებს, რომლებიც გამოქვეყნებულია Proservice-ის საიტზე.
„Proservice“ იტოვებს უფლებას, წესების დარღვევის შემთხვევაში სერვისი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
კომპანიას ასევე შეუძლია სერვერები დროებით გათიშოს ტექნიკური სამუშაოებისთვის (თვეში არაუმეტეს 4 საათისა).
„Proservice“-ს შეუძლია ეს წესები ნებისმიერ დროს განაახლოს. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
1. კონტენტი და პასუხისმგებლობა
მომხმარებლებს ეკრძალებათ სერვისების გამოყენება უკანონო მიზნით ან ისეთი კონტენტის გავრცელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.
- სპამის გავრცელება
- Warez, proxy, popup და მსგავსი საიტები
- Phishing, malware ან მავნე ფაილები
- პორნოგრაფიული ან ძალადობრივი კონტენტი
- საავტორო უფლებების დამრღვევი მასალა
Shared Hosting-ზე ასევე აკრძალულია:
- ჩატის, ფაილების, სურათების ან ვიდეოს ჰოსტინგის პლატფორმები
- ბანერების გაცვლის სისტემები
- აუდიო/ვიდეო streaming სერვისები
- ტრაფიკის მთვლელები და მსგავსი სისტემები
2. სერვერის რესურსები
პაკეტის რესურსები მოქმედებს Team დონეზე. არჩეული პაკეტის ლიმიტის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სერვისის დროებითი ან მუდმივი შეჩერება.
| პაკეტი | CPU | RAM | Storage |
|---|---|---|---|
| Free | 0.25 vCPU | 64 MB | 100 MB |
| Starter | 2 vCPU | 256 MB | 1 GB |
| Pro | 4 vCPU | 2 GB | 3 GB |
| Enterprise | ინდივიდუალური | ინდივიდუალური | ინდივიდუალური |
მიმდინარე ფასები და პროდუქტების სახელები: billing.proservice.ge.
3. საკონტაქტო ინფორმაცია
მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული საკონტაქტო ინფორმაცია და საჭიროებისას განაახლოს.
4. ტექნიკური მხარდაჭერა
ელფოსტა: support@proservice.ge
- გამოიყენეთ რეგისტრირებული ელფოსტა
- მიუთითეთ დომენი
- დეტალურად აღწერეთ პრობლემა
- შეინახეთ ელფოსტის სრული ისტორია
5. გადახდა
გადახდა წინასწარ უნდა მოხდეს არჩეული პაკეტის მიხედვით (ყოველთვიურად ან ყოველწლიურად).
ინვოისს მიიღებთ გადახდის ვადამდე 5 დღით ადრე.
გადაუხდელობის შემთხვევაში სერვისი შეჩერდება. მონაცემები შეიძლება წაიშალოს 20 დღის შემდეგ, შეტყობინების გარეშე.
6. სარეზერვო ასლები (backup)
„Proservice“ ქმნის backup-ებს, თუმცა მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ასლების შენახვაზე. რეკომენდებულია მონაცემების backup-ის შექმნა კვირაში ერთხელ მაინც.